ჭეშმარიტების სახელით

სტანდარტული

”ვარდის სახელი” ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის – უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოიცა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ერთდროულად ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია.

წიგნის მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ.” –  ასე აწერია ”ვარდის სახელის” ქართულ გამოცემას.

წიგნში თავსგადამხდარ ამბავს ადსო მოგვითხრობს. მისი მონათხრობის პირველი სიტყვებია: ”პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმრთისა თანა, და სიტყვა იყო ღმერთი”. ბოლო სიტყვები კი ლათინურია: Stat rosa pristina nomine, nomina nuda tenemus (დამჭკნარი ვარდის სახელიღა რჩება, გვრჩება შიშველი სახელები). ესე იგი, სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი სიტყვით იწყება და მთავრდება. 🙂

რომანში კი სწორედ ამ ყოვლისმომცველ სიტყვას ახშობენ, აცენზურებენ, აქრობენ. ბენედიქტელთა მონასტერი (სადაც მოქმედება მიმდინარეობს) ძალიან ამაყობდა თავისი, წიგნებით მდიდარი და მთელ საქრისტიანოში განთქმული ბიბლიოთეკით. ოღონდ, ამ ბიბლიოთეკით თავისუფლად სარგებლობა არავის შეეძლო, მათ შორის არც მონასტერში მოღვაწე ბერებს და სწავლულებს. იქ შესვლისა და ბერებისთვის წიგნების გამოტანის უფლება მხოლოდ ბიბლიოთეკარსა და მის თანაშემწეს ეძლეოდათ. გარდა ამისა, ბიბლიოთეკა რთულ ლაბირინთულ ნაგებობაში იყო განთავსებული, რათა ”მეტისმეტად” ცნობისმოყვარეთ იქ შეღწევა და, მით უმეტეს, გამოღწევა გასძნელებოდათ.

მაგრამ ერთმა ბოროტმა გონებამ დაასკვნა, რომ აღნიშნული ბარიერები არ იყო საკმარისი სიტყვის გადასამალად და სიტყვისმაძიებლებს სასიკვდილო იარაღიც მოუმარჯვა.  ბოროტ გონებას თავი კეთილი ეგონა; მიაჩნდა, რომ აღნიშნული სიტყვა ქრისტიანულ მოძღვრებას საფრთხეს უქმნიდა და ამიტომაც, უფლება ჰქონდა ის დაემალა და ჭეშმარიტების ”დასაცავად” დიდი ბოროტებაც ჩაედინა.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ წიგნში ყველაზე მნიშვნელოვანი უილიამ ბასკერვილელის სიტყვებია: ”ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო როგორ განთავისუფლდე ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულისგან”. სწორედ ასეა და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი ”ჭეშმარიტება” გიყვარს ავადმყოფურად – რომელიმე რელიგიური ან იდეოლოგიური მოძღვრება თუ ნებისმიერი ტიპის ავტორიტეტის ქადაგებანი… არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველა ამ ”ჭეშმარიტებათა” სახელით ადვილად ჩაიდენენ ხოლმე ბოროტებას.

უილიამი ფიქრობს, რომ ადამიანი შეცდომისგან დაზღვეული ყველაზე მეტად მაშინ არის, როცა შეუძლია შეცდომისა თუ ჭეშმარიტების მრავალი ვარიანტი გაითვალისწინოს და არც ერთი მათგანის ტყვეობაში არ მოექცეს. საკუთარი შეუმცდარობის ამპარტავნული რწმენა კი პირდაპირი და ფართო გზაა ბოროტებისკენ.

რომანი სხვა ბევრი რამითაც არის საინტერესო – აქ ასახული შუა საუკუნეების ეკლესიური ცხოვრებით, ინკვიზიციით, მდიდარი ეკლესიითა და ღატაკი ერეტიკოსებით… ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ასევე ლათინური ჩანართები და, ჩემი აზრით, ძალიან არაშუასაუკუნეობრივად მოაზროვნე უილიამ ბასკერვილელი. 🙂

Advertisements

One response »

  1. ”ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო როგორ განთავისუფლდე ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულისგან”

    სრული სიმართლეა 🙂 ფანატიზმი ზუსტად აქედან იბადება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s