სკარლეტი თუ ლოლა?

სტანდარტული

მერე რა რომ ”ქარწაღებულნი” 1939 წელს გამოვიდა ამერიკაში, ”გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი” კი 1998 წელს გერმანიაში; მერე რა რომ ფილმებში სულ სხვადასხვა ეპოქებია ასახული… დროისა თუ სივრცის მიუხედავად ადამიანებს აქვთ პრობლემები და ცდილობენ მათ მოგვარებას, აქვთ მიზნები და ცდილობენ მათ მიღწევას. ეს პოსტი სწორედ ზემოხსენებული ფილმების მთავარ გმირებს და მათ მიზნებს შეეხება.

სკარლეტი მაგარი გოგოა, არაფრის არ ეშინია, ომისგან განადგურებულ, დაქცეულ ოჯახს და საკუთარ თავსაც ფეხზე დააყენებს. თავისი მიზნების მისაღწევად არ ერიდება სხვადასხვა წესების დარღვევას, ”ქალისთვის შეუფერებელ საქმიანობას”, რეპუტაციის შელახვას; მეტიც, არც ამორალურ ქცევაზე იხევს უკან – თუ საჭიროდ მიიჩნევს, სხვის გრძნობებსაც არას დაგიდევთ. ასეთი ქმედებების წყალობით იგი იმარჯვებს და წარმატებული, მდიდარი და ძლევამოსილი შეიქნება :), განსხვავებით იმათგან ვინც წესების ზედმიწევნით მიმდევარი და აბსტრაქტული ღირსების დამცველი იყო. ასეთი ადამიანია მაგალითად ეშლი უილკსი – იგი ვერ ადაპტირდება ახალ სამყაროსთან, სუსტია და კვდომისთვის განწირული… მხოლოდ სკარლეტისნაირების ქველმოქმედება თუ იხსნის. სკარლეტი კი აშკარად კლასიკური ლიბერალიზმის/ნეოლიბერალიზმის იდეალია – ძლიერი, აქტიური, უშიშარი და მოქნილი ადამიანი, რომელიც თვითონ უზრუნველყოფს თავის გადარჩენას.

ლოლას შემთხვევაში აქცენტი რომელიმე ეკონომიკურ წყობაზე არ კეთდება, მაგრამ მორალის თემა აქაც აქტუალურია. თავისებურად ლოლაც მაგარი გოგოა. აბა რა, ამბიცია აქვს 20 წუთში 100 000 მარკა იშოვოს. თანაც, ბევრს დარბის. 🙂 ლოლა ვიდეოთამაშის გმირია, რომელსაც ”ლეველის” გასავლელად 100 000 მარკის შოვნა ევალება, მაგრამ ის მხოლოდ მესამე ცდაზე ახერხებს მოგებას და თამაშის სწორად დასრულებას. ლოლა სწორედ მაშინ იგებს, როცა ის მორალურად იქცევა – როცა ცდილობს, სირბილისას არავის დაეჯახოს, არავის ძარცვავს, არავის კლავს… ალბათ ისიც აღსანიშნავია, რომ სკარლეტს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს, ლოლა კი მაშინ იგებს, როცა სასოწარკვეთილი ღმერთს სთხოვს დახმარებას.

ჩემი აზრით, ორივე ფილმი შთამბეჭდავია და ორივე პერსონაჟი თავისებურად მომხიბლავი, მაგრამ მაინც რომელია უფრო სწორი? ვის უწერია გამარჯვება რეალურად – მოქნილ და მორალზე თვალის დამხუჭავ სკარლეტს თუ ლოლას, რომელიც ბოლოს იმდენად ”წესიერია”, რომ გზაშიც კი არავის ეჯახება? საკითხავი აი, ეს არის. 🙂

Advertisements

14 responses »

  1. ლოლა ❤ ორივე ძალიან მაგარი ფილმია, მაგრამ როგორც პერსონაჟი ჩემთვის ლოლა უფრო მაგარია.

  2. ჰმ… ვისი შედარება არ მინახავს, მაგრამ სკარლეტის და ლოლას პირველად მესმის.

    საინტერესოა…

    ამ ორში ლოლას ვირჩევდი. თუმცა, თავისი ეშხი სკარლეტსაც აქვს და სკარლეტიც მომწონს.

    სხვა თუ არაფერი, tomorrow is another day ჩემი საყვარელი გამოთქმაა.

    • მე ორივე ფილმი და ორივე პერსონაჟი მიყვარს… მაგრამ ფილმების მორალი განსხვავებულია, ამიტომაც დავფიქრდი, რომელი გმირის მიბაძვაა უფრო მართებული 🙂

      • ჩემთვის – უფრო მეორე. მიზანი ამართლებს საშუალებას – მთლად ის არ არის, რაც ბოლომდე და უპირობოდ მომეწონებოდა.

    • სკარლეტს უნდა მიბაძო, თანაც აუცილებლად 🙂 არც შენ ეჯახები ვინმეს სირბილისას და მეტი სიფრთხილე აღარ გჭირდება 🙂

  3. ლოლა… სკარლეტი მაინც მარტოსულია და ვერ ახერხებს იმისმირებას, რაც მართლამოუტანდა ბედნიერებას. თუმცა ძალიან მომხიბლავი პერსონაჟია

    • მე მგონი, ეგ დასკვნა ”ნაადრევია”.. ფილმი იმით მთავრდება, რომ სკარლეტს ახალი საბრძოლო ასპარეზი ეშლება წინ 🙂

      • ან შეიძლება ასე ვთქვათ, ”ლეველის” ხელახლა გავლის შესაძლებლობა :დ

  4. სკარლეტით აღფრთოვანებული ვიყავი, ყოველთვის. ალბათ, იმიტომ, რომ მასში ვპოულობდი ხასიათის იმ შტრიხებს, რაც საკუთარ თავში მაკლდა 🙂 🙂 სირბილის დროს ისედაც არავის ვეჯახები, ასე, რომჩემი ხმა – ო’ჰარას 🙂

    • კარგია 🙂 მე მგონი, მეც სკარლეტისკენ ვიხრები. ყოველ შემთხვევაში, დავასკვენი, რომ ბრმა მორალისტობით და ფუნდამენტალიზმით ვერ მოიგებ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s