სწორს გვირჩევს თუ არა ჰერმან ჰესე?

სტანდარტული

ჰერმან ჰესეს ”ტრამალის მგელი” პირველად 1927 წელს, გერმანიაში გამოიცა – ორ მსოფლიო ომს შორის. რომანის მთავარი გმირი ჰარი ჰალერია, შუა ხნის მარგინალი მამაკაცი, რომელიც თავის თავს ტრამალის მგელს უწოდებს.

შეგვიძლია რომანი პირობითად რამდენიმე ნაწილად დავყოთ: ”გამომცემლის წინათქმა”, ”ტრაქტატი ტრამალის მგელზე”, ჰერმინე-ჰერმანთან შეხვედრა და მაგიური თეატრის ეპიზოდი. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ტრაქტატი და მაგიური თეატრია.

”ტრაქტატი ტრამალის მგელზე” არის პატარა ბროშურა, რომელიც ჰარი ჰალერს უვარდება ხელში და სადაც, მისდა გასაოცრად სწორედ მასზეა მოთხრობილი  და მისი პორტრეტია ”დახატული”. ”ტრაქტატში” ფაქტობრივად მოკლედ არის გადმოცემული რომანის მთავარი სათქმელი და იდეა. ”ტრაქტატი” ჰარის ორბუნებოვანი საწყისის აღწერით იწყება – თურმე მასში ერთიანდება მგლური და ადამიანური. ”მგელი” გამოხატავს ჰარის ველურ ინსტინქტებს, ადამიანების და ქვეყნიერების არასრულყოფილებით გამოწვეულ იმედგაცრუებას, ბრაზსა და სიშმაგეს; ”ადამიანი” კი ეტრფის სილამაზეს და ესწრაფვის იდეალებს. აქვე აღნიშნულია, რომ ეს ორი არსება ერთმანეთთან მუდმივ ქიშპშია და ჰარი ჰალერის ტანჯვის მიზეზიც გამხდარა.

მგლის არსი მოგვიანებით კარგადაა ახსნილი ჰერმინეს სიტყვებით:”ცხოველები მეტწილად სევდიანები არიან, ზოგჯერ ადამიანსაც შეიპყრობს ხოლმე სევდა და წუხილი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ კბილი სტკივა ანდა ფული დაკარგა! არა, მას სევდა მაშინ მოერევა, როცა უეცრად იგრძნობს, რა ხდება მის გარშემო, რა ყოფილა ეს ცხოვრება. აი, ასეთი ნაღდი სევდით შეპყრობილი, იგი ცოტათი ცხოველს ჩამოჰგავს და ამ დროს მისი განცდები ალალი და მშვენიერია”.

ტრამალის მგელი (ანუ ჰარი) ამქვეყნად ყველაფერზე მეტად თავისუფლებას აფასებდა, ახალგაზრდობიდანვე ელტვოდა მას; მიაღწია კიდეც, მაგრამ მეტისმეტად მძიმე გამოდგა ეს თავისუფლება – ჰარი მარტოსული და ქვეყნიერებისგან განმდგარ-გარიყული აღმოჩნდა.

”ტრაქტატში”  საინტერესოა ისიც, რომ თურმე ტრამალის მგელი ”თვითმკვლელთა დასს” მიეკუთვნება. ამგვარ ”თვითმკვლელთა” მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ძალიან მგრძნობიარენი არიან და მცირე უბედურებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თვითმკვლელობაზე დაიწყონ ფიქრი. მაგრამ ”ტრაქტატი” გვამცნობს, რომ ”თვითმკვლელების უმრავლესობას არ შესწევს უნარი ოდესმე მართლა მოისწრაფოს სიცოცხლე, რადგან შეგნებაში ღრმადა აქვს გამჯდარი, რა დიდი ცოდვაა ეს. მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები სიცოცხლეში კი არა, სიკვდილში ხედავენ ხსნას, ვინაიდან მზად არიან საკუთარი თავი გასწირონ, მოსპონ და კვლავ დაუბრუნდნენ პირველსაწყისს, ამიტომაც ჩვენ მათ მაინც თვითმკვლელებად ვთვლით.” მეორე მხრივ ”ტრაქტატი” გვეუბნება, რომ ვინც მართლა სჩადის თვითმკვლელობას, ისინი ძირითადად სულაც არ არიან ხოლმე ”ჭეშმარიტი თვითმკვლელები”.

”ტრაქტატში” ასევე საუბარია ბიურგერობაზე, რაც ჰარი ჰალერს ასე სძულდა და რისგანაც/ვისგანაც იყო იგი განდგომილ-გარიყული. ბიურგერი აღწერილია, როგორც ადამიანის ტიპი, რომელიც ყველაფერში ზომიერებისა და წესრიგის მოყვარულია და ამასვე ეძიებს. ბიურგერისთვის უცხოა უკიდურესი დაცემა და გადაგვარება, მაგრამ ამავე დროს მისთვის უცხოა იდეალებიც; იგი არ ესწრაფვის იდეალს და ცდილობს რაღაც საშუალო იპოვოს. ბიურგერის ყოფა არის ”უნიათო და ნახევრის-ნახევრული”. ვისაც არ აკმაყოფილებს ბიურგერული ცხოვრების წესი და მისწრაფებები, იგი მარტოსული იდეალისტია, ტრამალის მგელია. ბიურგერი სუსტი და მხდალია, მაგრამ ადამიანთა ეს კატეგორია მაინც არ იღუპება და აგრძელებს არსებობას – პარადოქსულად, სწორედ ტრამალის მგლების წყალობით: ისინი თავისდაუნებურად მსახურებენ ბიურგერებს.

ტრამალის მგლის გასაჭირის აღწერის შემდეგ ”ტრაქტატი” (ავტორი) გამოსავალსაც გვთავაზობს – ხსნა იუმორშია, იუმორი უნდა დაუპირისპირდეს ტრამალის მგლისეულ იმედგაცრუებასა და ბრაზს. ”მარტოოდენ იუმორია დიდებული გამოგონება კაცისა, ვინაც შეუბოჭავს თავის მაქსიმალიზმს, ვისაც ლამისაა ტრაგიკული ბედი ხვდომია წილად. იუმორი უბედურ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა. მხოლოდ მას (შესაძლოა კაცობრიობის ამ ყველაზე თვითმყოფადსა და გენიალურ მიღწევას) ძალუძს ქმნა შეუძლებლისა…” ”და თუ ტრამალის მგელი მოახერხებს საკუთარი სულის ჯოჯოხეთიდან გამოწრიტოს ეს ჯადოსნური სასმელი, ხსნის გზაც ეს იქნება მისთვის. მაგრამ საამისოდ მას ბევრი რამ აკლია, თუმცაღა არსებობს ხსნის შესაძლებლობა და იმედი. ვისაც უყვარს ტრამალის მგელი, ვისაც გული შესტკივა მასზე, დაე, ინატროს მისთვის ასეთი ხსნა!” – მოგვიწოდებს კიდეც ავტორი.

კვანძისშემკვრელი ნაწილი რომანის ფინალშია, როდესაც ჰარი მაგიურ თეატრში ხვდება და საკუთარ წარმოსახვა-ფანტაზიებში მოგზაურობს, ასე ვთქვათ საკუთარ თავის სიღრმეში იხედება და სწორედ ასე საბოლოო არჩევანის წინაშე დგება – მან უნდა აირჩიოს, ან მგელი იყოს, ან ადამიანი, ან ორივე ერთად ოღონდ ”იუმორის სხივით მადლცხებული”. ამ საბოლოო გადაწყვეტილებასა თუ გამოსავალზეც ჯერ კიდევ ”ტრაქტატშია” საუბარი. ვხედავთ თეატრში ჰარის – ტრამალის მგელს, რომელიც ხან ბრაზმორეული, დაუნდობლად და სასტიკად ანადგურებს ადამიანებს, ხან კი ადამიანებთან ურთიერთობებითა და მშვენიერი შეგრძნებებით ტკბება. არჩევანის გაკეთებისას იგი მარტო არ არის, რომანში იგი სხვადასხვა დროს ხვდება თავის კერპებს – გოეთეს და მოცარტს. ისინი ”უკვდავთა დასის” წარმომადგენლები არიან, მათ უკვე გაიარეს ის მტანჯველი გზა, რომელსაც ახლა ჰარი ადგას. ”უკვდავთა” მთავარი მახასიათებელი გამყინავი სიცილია, ისინი იცინიან, დასცინიან ჰარის და იმ სერიოზულობას და ბრაზს, რომლითაც იგი უყურებს სამყაროს, მოუწოდებენ მას ”ისწავლოს სიცილი” და ბრაზი იუმორით ჩაანაცვლოს.

ამგვარად ესწრაფვის ჰერმან ჰესე, იხსნას თავისი ტრამალის მგელი, არჩევანის წინაშე აყენებს მას და თხრობასაც ამით ამთავრებს. მაგრამ რამდენად მართალია ის? იუმორი მართლაც ერთადერთი, საუკეთესო და ეფექტური გამოსავალია? ტრამალის მგლის პრობლემა ჩემთვის გასაგებია, თუმცა გამოსავლის მართებულობაში კი ეჭვი მეპარება.

Advertisements

8 responses »

  1. dzalian miyvars hese, magram verafrit ver wavikitxe “tramalis mgeli”, ufro chanawerebi da azrebi vici, kidev “damsvenebeli”, magram tramalis mgels martlac yvela aqebs, sintereso postia friad:)

  2. საინტერესოდ დაწერილი პოსტია… და რაც მთავარია, საინტერესო თემაზე.

  3. ადამიანები იმდენად სერიოზულები ვართ რომ გვაქვს ცხოვრების იუმორით აღქმის უფლება… მე ვეთანხმები ჰესეს

      • კი, წაკითხული მაქვს…
        ჰერმინეს მოკვდინების სცენა მახსოვს განსაკუთრებით ექსპრესიულად… ეს ჩემი წიკებია, წიგნებიდან ყველაზე მეტი სიცხოველით რაღაც კონკრეტული სცენები მრჩება ხოლმე, ზოგჯერ ე.წ. ,,მეორეხარისხოვანი” სცენები :დ

  4. მე მგონი ფერები დაავიწყდა პოსტის ავტორს. ფერადი სათამაშოები რომლებითაც ჩვენ, ყველანი ვიწყობით “ლეგო”-ს ნაწილებივით> და ის, რომ დიდ წილად ჩვენზეა დამოკიდებული რა ფერებს ვიხმართ.
    ჩემი მოკლე ჭკუით მაგიურ თეატრში ეს აზრი ამოვიკითხე, რაც< მახსოვს, ამდენი ტანჯვის და ტრამალის მგელთან ჭიდილის შემდეგ ღრმა ამოსუნთქვა იყო 🙂

  5. ძალიან მიყვარს ჰერმან ჰესე. განსაკუ\თრებით მისი მოთხრობა ,,პოეტი”. საინტერესოდ დაწერილი პოსტია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s