ჯიჯღინა და კატა

სტანდარტული

ჯიჯღინა ერთი ლურჯთმიანი გოგოა. მას უყვარს ფერადოვნება და თავგადასავლები, ცნობისმოყვარეა, კატებთან მეგობრობს; ამასთანავე, უკმაყოფილოა გარემომცველი რეალობით და ჯიჯღინებს ხოლმე. ჯიჯღინას მე ვეძახი – სინამდვილეში კორალაინი ჰქვია და არ უყვარს, როცა მისი სახელი ეშლებათ და კეროლაინს უძახიან.

ბლოგის ჰედერზე კორალაინი მყავს, ამიტომ გადავწყვიტე, ერთი პოსტი მისთვის დამეთმო. მოსაყოლი აქ ბევრი არაფერია – რეალობით უკმაყოფილო პატარა გოგონა; ვიღაც ბოროტი კი ცდილობს ეს უკმაყოფილება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს; გოგონას თავს დამტყდარი უბედურებიდან თავის დაღწევაში მოლაპარაკე კატა ეხმარება. მოკლედ, თვითონ უნდა ნახოთ.

ანიმაცია სათავგადასავლო და ჰორორის ჟანრშია; ესთეტიკა, მე თუ მკითხავთ, შესანიშნავი. 🙂

P.S. მეც მინდა ლურჯი თმა :დ

Advertisements

5 responses »

  1. ❤ მიყვარს ეს ლურჯთმიანი გოგო

  2. ძალიან მიყვარს პატარა ლურჯთმიანი გოგონა.. ისეთი ცნობისმოყვარე და უცნაური ვინმეა.. ^^
    წიგნიც საკმაოდ საინტერესოა, წაიკითხე.. ^^

  3. აუ სად ვიპოვნო ეგ წიგნი შემთხვევით ხომ არ იიცით, საერთოდ, ვისია?.. ქართულად ან რუსულად არის?.. ძაან მიყვარს ეს მულტფილმიი

  4. კორალაინი ჩემი საყვარელი გმირია 🙂 ადრე მის საპატივცემულოდ ინტერნეტში სახელიც მოვპარე :)) კარგია რომ გამახსენე, კიდევ ერთხელ ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციაა და სერიოზულად მას ცოტა თუ შეხედავს, კარგი რაღაცეების სწავლაც შეიძლება მისგან. მაგალითად ის რომ ცნობისმოყვარეობა ზოგჯერ დამღუპველია და ის, რომ რაც გვაქვს ხშირად უნდა დავაფასოთ. მაგრამ მე მაინც ისეთი კორალაინი მიყვარს, როგორიც ფილმშა – ცნობისმოყვარე და მოხერხებული 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s