გრაალის თასი და ქარის წისქვილები

სტანდარტული

ერთმა ჩემმა მეგობარმა ფილმი ნახა და თავის ბლოგზე მის შესახებ პოსტი დაწერა. დავინტერესდი და ფილმი მეც ვნახე, მაგრამ ამასობაში ჩემმა მეგობარმა ფეისბუქის პროფილი დროებით (?) გააუქმა. ჰოდა, მეც შთაბეჭდილებები ვეღარავის გავუზიარე და დავრჩი ასე პირში ჩალაგამოვლებული. :დ ამიტომ გადავწყვიტე ახლა აქ დავწერო.

”მონტი პაითონი და წმინდა გრაალი” 1975 წელს გადაღებული კომედიაა. მოკლე შინაარსი ასეთია – მეფე არტური მრგვალი მაგიდის რაინდებს კრებს და შემდეგ ღმერთის დავალებით ყველანი გრაალის თასის საძებნელად მიეშურებიან, გზაში კი უამრავი სასაცილო და აბსურდული თავგადასავალი გადახდებათ.

არტურის და მისი რაინდების გარდა ფილმში გვხვდება ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი, მაგალითად:

1. ”მკვდრები”, რომელთაც თავიანთი მკვდრები გააქვთ (რამდენჯერმე მეორდება შეძახილი ”გამოიტანეთ თქვენი მკვდრები!”).

2. ”ანარქო-სინდიკალისტები”, რომლებიც ტალახში იქექებიან ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

3. გლეხები, რომლებიც კუდიანებს დასდევენ.

რა თქმა უნდა, ყველა პერსონაჟი კომიკურია და გაშარჟებული, ყველას საქმიანობა ფუჭია და უგუნური; მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ დაჯგუფებებს შორის ყველაზე სიმპათიურად სწორედ არტური და მისი რაინდები გამოიყურებიან. ისინი პატივისცემას იმსახურებენ, რადგან დანარჩენთა მსგავსად მდაბალი საქმიანობით არ კმაყოფილდებიან, სურთ რაღაც დიადი და მნიშვნელოვანი გააკეთონ. ისინი დონ კიხოტის მსგავსად კეთილის მოსურნე, მაგრამ რეალობას აცდენილნი არიან და მის მსგავსად ეხვევიან კომიკურ სიტუაციებში. მეფე არტური დონ კიხოტივით თვითმარქვიას უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ მეფეს – ჩვენ ვერ ვხედავთ მისი ძალაუფლება სადმე ვრცელდებოდეს, ვხედავთ უბრალოდ ადამიანს, რომელიც დადის და აცხადებს, რომ მეფეა :დ (მოგვიანებით ვხედავთ, რომ კამელოტიც მოდელირებულია :))). ვინც მას უჯერებს და აღიარებს მეფედ, სწორედ ისინი მიჰყვებიან რაინდებად და შემდეგ თასის ძებნაშიც მონაწილეობენ. რაც შეეხება ამ რაინდებს – სერ რობინს ძალიან უნდა, რომ მამაცი იყოს, მაგრამ სამთავიანი გოლიათის ეშინია და, რა ქნას, გარბის. ლანსელოტი თავქუდმოგლეჯილი გარბის, რომ პრინცესა იძულებითი ქორწინებისგან გადაარჩინოს, ხელში კი პრინცი შერჩება. ფილმის ფინალი კი საბოლოოდ გვარწმუნებს იმაში, რომ ”დიადი მიზანი” მხოლოდ ილუზია და ფიქციაა. ასეთი სევდიანი ბოლოს მიუხედავად ეს რაინდები მაინც ყველაზე ღირსეული ხალხია.

Advertisements

5 responses »

  1. ვაჰ, კიდევ ერთხელ გამეხარდა რომ ფეისბუქი გავაუქმე (თუ გავკადნიერდები და ამასაც ჩავთვლი მცირეოდენ წვლილად მაინც ახალი საინტერესო ბლოგერის გამოჩენაში)

    ნუ, რაც შეეხება ფილმს: ვერ დაგეთანხმები რომ ეს უბრალო დონკიხოტობა და უწყინარი გართობაა _ არტური და მისი აინდები ბავშვებს კი გვანან, მაგრამ ეს მათ უწყინარებაზე არ მიუთითებს, სისულელეზე და ამ სისულელის მოსალოდნელ საფრთხეებზე უფრო. ვნებასაც საკმაოდ აყენებენ სხვებს:
    პირველი რაინდის ამბავი თუ გახსოვს_ თავისი ბავშვურად უწყინარი ლოგიკით რომ გააგზავნა კუდიანი დასაწვავად, მეფე არტურმა სავსებით უწყინრად დააჭრა ხელფეხი შავ რაინდს, ფინალურ სცენაში კი ამ ბავშვურად უწყინარ ჯეელების დაძახილზე ადამიანების არმია მოემართება საბრძოლველად(ნუ, მთლად საბრძოლველსაც ვერ დაარქმევ მართალია, მარამ რეალურად მათ იმაზე მეტი გამგონე და მსახური ყავდათ, ვიდრე ,,მათ ბავშვურ უწყინარებას შეეფერებოდა”).
    კიდევ, ერთი ძალიან საინტერესო კადრია თუ დააფიქსირე, მეფე და რაინდები რომ ცეკვავენ და მღერიან სასახლეში_რამდენიმე წამიანი კადრია როგორ უკრავს მათ ბუქვნას ტაშს კედელზე მიჯაჭვული გატანჯული და გასისხლიანებული ტიკინა.
    ჰო, თვითონ ეს მეფე და რაინდები თითქოს სიმპათიის გამომწვევი უწყინარი შეშლილები არიან, მაგრამ ანიმაციების, ტიტრების და ასეთი კადრების შეჯამებით მე ძალიან მკაფიო შთაბეჭდილება დამრჩა თუ როგორ ერთიანდება ეს ყველაფერი ერთ უგუნურ სისტემად.

  2. ანი, მე არ ვამბობ, რომ ეს ხალხი იყო უნაკლო ან იმას, რომ არავითარი ზიანის მოტანა არ შეეძლოთ. არც დონ კიხოტი არ იყო ასეთი იდეალური :დ მასაც მოჰქონდა ზიანი. დაუფიქრებელი იდეალიზმი და რეალობას აცდენილობა ზიანს მოიტანს, აბა რას იზამს? :დ
    ასეთი ადამიანები დასაფასებელნი იმიტომ არიან, რომ სხვებისგან განსხვავებით იდეალებისკენ და დიადი რამეებისკენ სწრაფვა მაინც აქვთ.

    შავ რაინდს რაც შეეხება, ეგ თვითონ იყო სადო-მაზოხისტი, თუ შეამჩნიე :დ

    პ.ს. დაბრუნდი ფეისბუქზე :))

    • მაგ ლოგიკით ანარქოსინდიკალისტები უფრო დასაფასებელია, მაგათ უფრო რომანტიკული იდეალები აქვთ მაშინ (თუ ჩავთვლით რომ განუხორციელებელი იდეალები აქვთ, მაგ შემთხვევაში, და თუ განხორციელებადი მით უფრო დასაფასებელი გამოდის).

      ისე ძალაუფლების და ძალადობის კონკრეტუილ ინსტიტუტზე არაა აქცენტი, მართალი ხარ. მაგრამ მონტი პაიტონის სხვა სკეტჩებშიც (მფრინავ ცირკშია კარგად) ცხოვრების ყველა შრეში განფენილი ძალადობის კრიტიკა უშუალოდ უკავშირდება ცრურწმენებს, უგუნურებას და ,,გაუაზრებელ, მონოტონურ იდეალებს” :ჩემი აღქმით:

      ფბ–ზე დუმილი :blush:

      • ჰო, იცი, რაშია საქმე… მე ფილმის მიხედვით ვმსჯელობ და ცხადია არა რაღაც რეალური იდეოლოგიების მიხედვით; ამასთანავე, მოქმედებებს უფრო ვაქცევ ყურადღებას, ვიდრე სიტყვებს.

        მადლობა უნდა გითხრა, ჩემი ბლოგის რეკლამირებას რომ ეწევი 🙂
        მეც არ გამიკვირდა, საიდან გაჩნდა ბლოგის ლინკი თსუ-ს ფორუმზე-მეთქი :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s